ლევან იზორია საარტილერიო ბრიგადას: თქვენ ყოველთვის იდექით წინა ხაზზე, როდესაც ქართველ ჯარისკაცს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ომში
15-03-2017, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია.

 

 

უწყების ცნობით, მინისტრთან ერთად, ქართველი არტილერისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ხონში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი ჩავიდნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და ხონის N3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

 


სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა არტილერიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოდერნიზების ფარგლებში არტილერიის განვითარების გეგმებსაც შეეხო.

 

 

ლევან იზორიას თქმით, საჰაერო თავდაცვასთან და ანტისატანკო დანაყოფების გაძლიერებასთან ერთად, არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებაც მოხდება, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას გულისხმობს.

 


„არტილერია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური დანაყოფია მთელს შეიარაღებულ ძალებში. თქვენ ყოველთვის იდექით წინა ხაზზე, როდესაც ქართველ ჯარისკაცს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ომში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიტყვას მომავალშიც იტყვით, როდესაც ეს სამშობლოს დასჭირდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარანტიაა ჩვენი მზადყოფნის მაღალი დონე. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად დაწყებული - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალები მათ შორის არტილერია გახდეს ნატოს სტანდარტების შესაბამისი, რათა აგრესორი სანამ გადაწყვეტს თავს დაესხას ქვეყანას, ჰქონდეს იმის საფუძველი, დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს,“ განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

 

 

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფა გადასცეს.

 


დღესვე, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ღია კარის დღე გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.

 


პროფესიული დღე არტილერისტებმა ხონში პარალელურად ვაზინაში, I საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნეს.

 


1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14 მარტიდან 16 მარტის ჩართვით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა. კოალიციური ძალების შემადგენლობაში, ქართველ არტილერისტებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი