დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). დავით კირვალიძე ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.