„ერთ გარდასახვას გააკეთებდა კაცი, მერაბს ვერ შევეჯიბრებით“ - კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართუს“ მიერ 7,5 მილიონი ლარით დაფინანსებული სარაგბო ბაზა დაათვალიერა
15-03-2017, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ახლად გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ რაგბი არის ქართველების ხასიათში; ეს არის ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად შეისისხლხორცა ქართველმა კაცმა და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ საქართველოს სარაგბო მომავალს.

 


სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა.

 


პრემიერმა მოედანზე შეკრებილ მორაგბეებს, მათ გულშემატკივრებს, ყველა ბათუმელსა და აჭარელს ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა. მან წარმატებები უსურვა მორაგბეებს და იმედი გამოთქვა, რომ „ბათუმი რაგბში თავის სიტყვას იტყვის“. ბათუმის მორაგბეთა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვრო საჩუქარი - რაგბის ბურთი გადასცა რაზეც მან იხუმრა, რომ „ერთ გარდასახვას გააკეთებდა კაცი" და დააყოლა, რომ „მერაბს ვერ შევეჯიბრები“. (პრემეირმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი იგულისხმა). 

 


გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, როგორც რაგბის ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

 


„ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს და ამის წინაპირობაა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ეს სტადიონი დააფინანსა ფონდმა "ქართუმ". ის 7,5 მილიონი ლარი დაჯდა და ქვეყნის მასშტაბით, ფონდ „ქართუს“ მიერ დასრულებულია 76 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურა. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ფარგლებში, დახარჯულია ნაკრების შენახვაზე. მთელი ეს რესურსი, რომელიც დაიხარჯა, რა თქმა უნდა, დიდწილად გახდა იმის საწინდარი, რა წარმატებებსაც დღეს ქვეყანა აღწევს რაგბის მიმართულებით“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი - 2 500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

 


ახლად გახსნილ სარაგბო ბაზაზე, პრემიერ მინისტრთან ერთად ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი