საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება
16-03-2017, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. ცვლილებების პროექტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

 


ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორცილდება:

 


მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდება და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის სამკურნალო მედიკამენტებიც, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

 


მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

 


ცვლილებები განხორციელდა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისებიც მოცულობაშიც.

 


მოზარდებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ.

 


მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავლებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ.

 


პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

 


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

 


ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი