საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება.
პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად, საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილის საპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას, მათ შორის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.