ტრამპი ვარაუდობს, რომ მისი და გერმანიის კანცლერის, მერკელის სატელეფონო საუბრები ობამას ადმინისტრაციის მიერ ისმინებოდა
17-03-2017, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ორივეს, მისი და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრები ობამას ადმინისტრაციის მიერ ისმინებოდა და კანცლერ მერკელს უთხრა, რომ „სულ მცირე ჩვენ რაღაც გვაქვს საერთო, შესაძლოა“.

 

 

როგორც BBC წერს, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები ობამას პრეზიდენტობისას მერკელის სატელეფონო მოსმენებს აწარმოებდნენ, რასაც ბერლინის მხრიდან გაბრაზებული პასუხი მოჰყვა.

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში ვიზიტად იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპთან ერთად მნიშვნელოვან სამიტს დაესწრება.

 

 

როგორც BBC იუწყება დღის წესრიგის უმთავრეს საკითხებს Nato, ვაჭრობა და უკრაინა წარმოადგენს, მაგრამ ფოკუსირება ასევ იმაზეც ხდება, თუ როგორ მოახერხებს  ორი მძლავრად ურთიერთასაპირისპირო იდეებით შეპყრობილი და ხელმძღვანელობის სტილით განსხვავებული ლიდერი ურთიერთქმედებას.

 

 

ტრამპმა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას, რის საფუძველზეც გერმანიაში ასეულობით ათასი იმიგრანტი შევიდა, „კატასტროფული“ უწოდა, მაშინ როცა გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოგზაურობის აკრძალვის ბრძანება, რომელიც 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებოდა, თუმცა სიეტლის ფედერალურმა მოსამრთლემ აღნიშნული ბრძანება დაბლოკა, ისევე როგორც ჰავაის ფედერალური მოსამართლის მიერ პრეზიდენტის ახალი ბრძანებაც ამავე საკითხზე, ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.

 

 

მერკელის ვიზიტი სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტენსიური თოვისა და შტორმის გამო გადაიდო. ლიდერების შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა,რასაც სამუშაო ლანჩი და ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვა.

 

 

მერკელს ვაშინგტონში თბილად დახვდნენ, მაგრამ როგორც BBC წერს, ცოტა უხერხულობას ქმნის ის, რომ ფოტოგრაფების წინაშე აშშ-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, თეთრი სახლის შიგნით, ცივი სახეებით წარსდგნენ.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ უამრავ საკითხს და დაამატა: „გააგზავნე კარგი სურათი გერმანიაში, გთხოვთ“.

 

 

BBC მერკელის და ტრამპის ცივ დამოკიდებულებას და ერთმანეთისადმი კრიტიკას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ როდესაც ჟურნალმა Time-მა 2015 წელს მერკელი აირჩია წლის ადამიანად ტრამპის ნაცვლად, ამ უკანასკნელმა თქვა, რომ მერეკელი „ანადგურებდა გერნმანიას“. მიუხედავად ამისა, მან ასევე თქვა წარსულში, რომ მერკელი ის ლიდერია, რომელსაც იგი დიდ პატივს სცემს.

 

 

BBC იმაზეც წერს, რომ ტრამპის წინაპირები გერმანელები არიან. მისი ბაბუა 16 წლის ასაკში გერმანიიდან, ფრანკფურტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კალსტადდტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1885 წელს წავიდა ემიგრაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი