დავით უსუფაშვილი: ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება
28-03-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება“, ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გამართულ, საკონსტიტუციო კომისიის რიგით მესამე სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის რანგში თავად ხელმძღვანელობს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კონსტიტუციის სრულყოფა უწყვეტი პროცესია და ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი.

 

 

"კონსტიტუციის სრულყოფის პროცესი ეს პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია ყველა სახელმწიფოში, ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელშიც მოქმედი კონსტიტუცია არ არის განახლებული, შეცვლილი, წლების მიხედვით განსაკუთრებით ახალი სახელმწიფოების, ახალი დემოკრატიების ისტორიას თუ გადავხედავთ, პოსტ-საბჭოურ სივრცეში განსაკუთრებით, ახლადშექმნილი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობენ, დახვეწონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნდამენტი და საქართველო არ არის გამონაკლისი, თუმცა, მოგეხსენებათ, აქ არის მეორე უკიდურესობა, რომ ამ პროცესმა არ გააჩინოს კონსტიტუციური არასტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ კონსტიტციური ნორმები შეიძლება, ისევე მარტივად, სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაშია. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ქვეყანა კარგავს იმ სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს, რაზეც დანარჩენი ინსტიტუტები უნდა დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა კონსტიტუციის დახვეწას ემსახურება და არა ხელისუფლების ინტერესებზე მორგებას," აღნიშნა უსუფაშვილმა და დაამატა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან კონსტიტუციური თვალსაზრისით საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში უწევს ცხოვრება, რაც ხელისუფლების დანაწილების ახალ მოდელს გულისხმობს.

 


„მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეზიდენტის ფუნქციები, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მთავრობის, პრემიერის ფუნქციები, პარლამენტის ფუნქციები და ამ ყველაფერმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაგვანახა სიკეთეც ამ პროცესში და გარკვეული საკითხებიც, რომელთა დაზუსტება, არის აუცილებელი კონსტიტუციური ცვლიებების გზით, კონსტიტუციის სწორი და თანმიმდევრული ინტერპრეტაციის გზით. ასე რომ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროსვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ უნდა ჰქონოდა ამ პროცესს ზედმეტი და არასასურველი აჟიოტაჟი, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია, ეს ასე არ არის, და ამას თავისთავად ადასტურებს კომისიის მუშაობის პროცესი, ჩვენ არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სწრაფი ცვლილებები, არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ინიცირებული საკითხების დომინირება სამუშაო ჯგუფებში, პირიქით, ამოცანა იყო ის, რომ ყველას გვქონოდა საშუალება გამოგვეთქვა საკუთარი პოზიცია, შემოგვეთავაზებინა საკუთარი ხედვა ამა თუ იმ კონსტიტუციური ინსტიტუტის, ამა თუ იმ ნორმის, ამა თუ იმ მექანიზმის დახვეწის და გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მოვამზადოთ იმ ტიპის ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქვეყანას, სახელმწიფოს სჭირდება და დღევანდელ ქვეყანას, სახელმწიფოს დღევანდელი საზოგადოება წარმოადგენს და არა აბსტრაქტული იდეები, ამიტომ, დღევანდელი საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს ის ნოვაციები, რასაც კომისია შესთავაზებს პარლამენტს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი