საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის მიმდინარე შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით დასრულდა
19-03-2017, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის რუმინეთში მიმდინარე შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. (Georgian Rugby-ის Facebook-ის გვერდიდან გამოყენებული ფოტო)

 


თამაში „ბორჯღალოსნების“ კარგი შეტევით დაიწყო, თუმცა რუმინელებმა მე-4 წუთის დასაწყისში დაცვაში ქართველების მიერ დაშვებული შეცდომის გამო პირველი ლელოს დადება შეძლეს. გარდასახვის შესრულება ვაიკუმ ვერ მოახერხა და ანგარიში 5:0 დარჩა.

 


მე-10 წუთზე, შერკინების შემდეგ, რუმინელები დაჯარიმდნენ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა და ანგარიში მე-11 წუთზე უცვლელი დარჩა.

 


მე-19 წუთზე ვაიკუმ 45 მეტრიდან ქართველების კარში ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მანვე მორიგი შერკინების დროს „ბორჯღალოსნების“ კვლავ დაჯარიმების შემდეგ, 28-ე წუთზეც ვერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში ისევ 5:0 დარჩა.

 


37-ე წუთზე, ქართველების აქტიური შეტევის შემდეგ, შარიქაძემ პირველი ლელო დადო, კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ქართველი მორაგბეები 2 ქულით დაწინაურდნენ - ანგარიში 7:5 გახდა.

 

 

შეხვედრის  პირველი ნახევრის ბოლო წუთზე რუმინელებმა საკმაოდ ძლიერი შეტევის განხორციელება შეძლეს, ლელოს ხაზამდე მხოლოდ 1 მეტრი აცილებდათ, მაგრამ ქართველებმაც კარგად შეძლეს თავდაცვა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანაგარიშით 7:5 დასრულდა. 

 

 

თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი ბრიტანეთის გეგმებს, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც მისი ბლოკიდან გასვლა მოხდება, „კარგი დასაწყისი“ უწოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით „ძალიან, ძალიან ბევრი შეკითხვაა“ და „ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, დედაქალაქის „გრინფილ თაუერში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი მაცივარი გახდა, კერძოდ, ცეცხლი მაცივრის საყინულეში გაჩნდა, და გარე გარსაკრავის იზოლაციის მასალამ ვერ უპასუხა უსაფრთხოების ზომებს.

ყველაზე კითხვადი
  1. „ვშიშობ, რომ საქართველოს გამთლიანება, დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩება!“
  2. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები
  3. კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
  4. ლევან და გია ყარამანაშვილები: „ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რუსთავი 2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“
  5. კვირიკაშვილმა რუსეთის დუმის დეპუტატის, ნიკონოვის რეპლიკას - რუსეთი წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის - უპასუხა: „რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი?“
  6. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
  7. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
  8. ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
  9. სალომე ზურაბიშვილი: „პოლიციაში და სხვაგან, ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“
  10. ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი