პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“, რომელიც კომპანიის „Business Information Agency“ ორგანიზებით გაიმართა, სიტყვით გამოვიდა.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან მარტივია ბიზნესის დაწყება და კეთება; ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნესგარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი; ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი და უკვე დღეს აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყანა“, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.