საქართველოს პროკურატურის განცხადება ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით
28-03-2015, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურა მოქალაქე ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების ფაქტზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

 


პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას.

 


ვინაიდან ბ. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას.

 


ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.

 


ასევე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქმედებს პროკურატურის ცხელი ხაზი 2 40 52 22 და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის შესახებ გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ვთხოვთ დაგვიკავშირდეს, კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

 

საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახდენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი