FBI-ის დირექტორმა საჯაროდ უარყო დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ ბარაქ ობამა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის 2016 წლის კამპანიის მოსმენებს აწარმოებდა
20-03-2017, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

FBI-ის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ საჯაროდ უარყო „რესპუბლიკელების“ მტკიცება, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აწარმოებდა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მოსმენებს და დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის ნებისმიერი ფარული შეთანხმების შესახებ.

 


„როიტერსი“-ს ცნობით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ კონგრესში გამართული მოსმენებისას ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ მას არ გააჩნია სამხილი მხარი დაუჭიროს ტრამპის მტკიცებას, რომ ობამა ახორციელებდა მოსმენებს მისი კამპანიის შტაბ-ბინებში, ნიუ იორკში მდებარე „ტრამპ თაუერში“.

 


მარტის დასაწყისში ტრამპმა „თვითერზე“ სამხილის არქონის გარეშე დაწერა, რომ ობამა, მას შემდეგ რაც მან „დემოკრატების“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო მარათონში გადაასწრო, მის საარჩევნო კამპანიას უსმენდა.

 

 

 

 

 


„პრეზიდენტის თვითერზე გაცხადებულისადმი პატივისცემით, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ მის მიმართ თითქოსდა მოსმენებს ეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომელიც გაამყარებს თვითერზე გაკეთებულ ამ განცხადებებს“, უთხრა კომიმ კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს მოსმენებისას და დაამატა:

 


„და ჩვენ FBI-ის შიგნით დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ საკითხს. იუსტიციის დეპარტამენტმა მთხოვა მე მოგახსენოთ თქვენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის და ყველა მისი შემადგენლობის პასუხი იგივეა: დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მხარს დაუჭერს თვითერზე გაკეთებულ ამ განცხადებებს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი