გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააფრთხილა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომ შეწყვიტოს „ნაცისტური შედარებები“
20-03-2017, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააფრთხილა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც გერმანიის ოფიციალურ პირებს ნაცისტებს ადარებს, შეჩერდეს.

 


BBC-ის ცნობით, მერკელმა განაცხადა, რომ თუ ერდოღანი განაგრძობს ამგვარი ლექსიკით საუბარს, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი იმ ღონისძიების გამართვა აიკრძალოს გერმანიაში, რომელშიც თურქი პოლიტიკოსები არიან ჩართული.

 


გერმანიის ხელისუფლებამ უკვე არაერთი მიტინგი გააუქმა, რომელზე პოტენციურად გამომსვლელი თურქი პოლიტიკოსების მიზანიც თურქეთის 16 აპრილის მნიშვნელოვან რეფერენდუმზე ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდის საკითხზე გერმანიაში მცხოვრები ხმის უფლების მქონე ეთნიკური თურქების მხადაჭერის მოპოვებაა.

 


„შენ ამ წუთას ნაცისტურ ზომებს იყენებ“, განაცხადა ერდოღანმა კვირას.

 


„როცა ჩვენ მათ ნაცისტებს ვუწოდებთ, ისინი (ევროპა) არაკომფორტულ მდგომარეობაში ვარდებიან. ისინი ერთსულოვნად ირაზმებიან. განსაკუთრებით მერკელი“, თქვა მან სატელევიზიო სიტყვაში.

 


როგორც BBC წერს, ჩანდა, რომ ერდოღანი პერსონალურად მიმართავდა მერკელს, როდესაც იგი ამტკიცებდა, რომ გერმანია „ნაცისტურ ზომებს იყენებს“, იხმარა რა არაფორმალური „თქვენ“ თურქულად.

 


„ჩემი შენიშვნა, რომ თურქეთისაგან ნაცისტური შედარებები უნდა შეწყდეს, ჯერ კიდევ ძალაშია“, განაცხადა მერკელმა ორშაბათს ჰანოვერში იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


ერდოღანის კომენტარებისადმი პასუხის გაცემისას მერკელმა თქვა, რომ გერმანია იტოვებს უფლებას „მიიღოს ყველა საჭირო ზომა“, მათ შორის იმ ღონისძიებების ხელახალი განხილვა, რომელთა გამართვაზეც თანხმობა უკვე გაცემულია.

 


მერკელმა განაცხადა, რომ ამგვარი კომენტარები „ყოველგვარ ტაბუს არღვევს, მათი ტანჯვა-წამების მხედველობაში მიღების გარეშე, ვინც გასამართლებული და მოკლული იქნენ“ ნაცისტების მიერ.

 


მან დაამატა, რომ თურქი პოლიტიკოსების გამოსვლები გერმანიაში „მხოლოდ გერმანიის საკონსტიტუციო კანონმდებლობის პრინციპების საფუძვლებზე მოხდება“.

 


ორშაბათს სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ნუმან კურტულმუსმა განაცხადა, რომ გერმანია ანკარას შიდა საქმეებში ერევა და დაამატა, რომ „მიუღებელია“ ის, რომ გერმანული გაზეთები თურქეთის შესახებ აურაცხელ სტატიებს აქვეყნებდნენ პირველ გვერდებზე.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა კვირას „Passauer Neue Presse“-ს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ტოლერანტულია, მაგრამ არა სულელი, და იგი მის თურქ კოლეგას ძალზე მკაფიოდ ატყობინებს, რომ ხაზი გადაკვეთილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი