ჯონ ჰერბსტი: ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს
21-03-2017, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 


ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრისას, მინისტრმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

 

საუბარი ასევე აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს შეეხო.

 

 

ატლანტიკურ საბჭოს სურს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, კერძოდ, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციას, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და მნიშვნელობა იმ რეფორმებისა, რომელიც უწყებაში ტარდება, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მაღალი მზაობის ხარისხში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში - განცახადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც თავდაცვის უწყებაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი ზაზა მამულაიშვილი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი