გიორგი მარგველაშვილი: სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა
21-03-2017, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება სამშობლოს დაცვა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვრის კონტროლის ელექტრონული სისტემა დაათვალიერა, ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს საზღვრის დაცვის უწყების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და მესაზღვრეებს სიტყვთ მიმართა.

 


თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ყველა მესაზღვრეს და მივულოცო პროფესიული დღე.

 


ძალიან მნიშვნელოვანია ის სამსახური, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ. ჩვენი სამშობლოს საზღვრის დაცვა ის უწმინდესი საქმეა, საიდანაც იწყება სამშობლოს დაცვა, საიდანაც იწყება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლა.

 


შენი ქვეყნის საზღვარი არის როგორც შენი სახლის, როგორც შენი ოჯახის კედელი, რომლის გადმოლახვის უფლებაც არავის არ უნდა ჰქონდეს, რომლის მტრული მიზნებით გადმოლახვისთვისაც ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს.

 


მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა ვუთხრა იმ მძიმე და რთული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ.

 


მე აქ ვიყავი ორი წლის წინ და დღეს მიხარია იმ ახალი ტექნოლოგიების ნახვა, რომლითაც კონკრეტულად საზღვრის ეს მონაკვეთია აღჭურვილი.

 


დღეს ქართველი მესაზღვრეები იმ გმირული შრომის პარალელურად, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უძღვნიან, ასევე ავითარებენ საზღვრის კონტროლის ახალ ტექნოლოგიებს.

 


ეს საზღვარი, რომელიც სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ეს არის მოდელი იმისა, როგორ იქნება დაცული საქართველოს საზღვრის ყოველი მეტრი.

 


მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, ასევე ჩვენი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან ამ მიმართულებით.

 


და ყველაზე მეტი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ადამიანებს, ვინც სამშობლოს დაცვას და სამშობლოს საზღვრის დაცვას თავის ენერგიას, თავის ძალისხმევას ახმარს ყოველდღე.

 


მადლობა სამსახურისთვის ჩემგან პირადად და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, მისი მშვიდი ძილიც, მისი მოღვაწეობაც დამოკიდებულია თქვენს ფხიზელ მზერაზე. დიდი მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ'', განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი