სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა“ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიას მართავს
22-03-2017, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მიმდინარე წლის 14 მარტიდან სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, 1 აპრილამდე - სეტყვის სეზონის დაწყებამდე, კახეთის მთელ რეგიონში ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.

 


როგორც Guardian.ge–ს „დელტა“–დან აცნობეს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმართება შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ თელავში არსებულ და მოქმედ ადმინისტრაციულ შენობებზე და შენობის შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, იკვრება და ვრცელდება საინფორმაციო შინაარსის საკომუნიკაციო მასალები - პლაკატები და ფლაერები.

 

 

 

 

 


საინფორმაციო მასალები ვრცელდება საჯარო თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული საინფორმაციო მასალები ასევე განთავსდება კახეთის რეგიონში არსებულ სკოლებში. სსსტც „დელტა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ 80-ზე მეტი სოფლის წარმომადგენელს და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გადასცეს მათ საინფორმაციო ფლაერები და პლაკატები. შეხვედრებს აშუქებს რეგიონული მედია. კამპანიაში აქტიურად ჩაერთო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის ფლაერებს კომუნალური გადახდის ქვითრებთან ერთად. ანალოგიური შინაარსის პლაკატები განთავსდება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" 8 სერვის-ცენტრში.

 


მიმდინარე წლის 20 მარტიდან „დელტა“-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად მართავენ შეხვედრებს კახეთის სხვადასხვა რაიონში და ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემენ ფლაერებს და პასუხობენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს.

 

 

სსსტც „დელტა“-ს საინფორმაციო კამპანია 14 მარტს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი