ტერეზა მეიმ COBRA-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონში მომხდარი თავდასხმა იყო „გულისამრევი და ბოროტი“ ტერორისტული თავდასხმა დედაქალაქის გულზე
22-03-2017, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტთან, COBRA-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონში მომხდარი თავდასხმა იყო „გულისამრევი და ბოროტი“ ტერორისტული თავდასხმა დედაქალაქის გულზე. მან თქვა, რომ ამგვარი მცდელობებით დიდი ბრიტანეთის ღირებულებების დამარცხება „სასიკვდილოდ არის განწირული წარუმატებლობისათვის“.

 

 

 

 

 


მან პატივისცემა გამოხატა პოლიციის ძალების „განსაკუთრებული მამაკაცებისა და ქალებისადმი“, რომლებაც თავდასხმას უპასუხეს, აღნიშნა რა: „ჩვენ ყველა ვივლით წინ, არასოდეს დავნებდებით ტერორს და არასოდეს მივცემთ სიძულვილსა და ბოროტებას საშუალებას, მოახდინოს ჩვენი დაცალკევება“.

 


პრემიერ მინისტრმა დაამატა: „ამ თავდასხმის ადგილი შემთხვევითი არ იყო.

 


„ტერორისტმა თავდასხმისთვის ჩვენი დედაქალაქის გული აირჩია, სადაც ყველა ერის, რელიგიის და კულტურის ადამიანები იყრიან თავს, რომ იზეიმონ თავისუფლების ღირებულებები, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება“.

 


ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს პარლამენტი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას და დედაქალაქი, მთელი ქვეყანა და ჩასული ტურისტები და სტუმრები ასევე ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას. მოელიან, რომ მოგვიანებით იგი თემთა პალატაში სიტყვით გამოვა.

 

 

ტერეზა მეი ადგილობრივი დროით შუადღისას მომხდარი ინციდენტის დროს ვერცხლისფერ „იაგუარში“ ჩასვეს და მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 

 

ტერორისტული აქტიდან მალევე მეის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბრიტანეთისადმი სოლიდარობა გამოხატეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა.

 

 

 

 

 


ლონდონში მომხდარი თავდასხმებისას, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა, მოკლულია 4, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელი, და დაზიანებები აქვს მიღებული 40 ადამიანს, მათ შორის 3 პოლიციელს. 7 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

 

 

 

 

 

 

ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით თავდამსხმელმა თავდაპირველად ცენტრალურ ლონდონში, Hyundai-ს 4x4 -ზე ავტომანქანით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, შემდეგ პარლამენტის შენობასთან უიარაღო პოლიციის ოფიცერი, 48 წლის ქეით პალმერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, სანამ პოლიცია მის ადგილზე ლიკვიდაციას მოახდენდა.

 

 

 

(თავდასხმაში ეჭვმიტანილ მამაკაცს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფოტოზე ძირს დაგდებული 2 დანა ჩანს - PA)

 



თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ლონდონის პოლიციის მოქმედმა ვიცე-კომისარმა და კონტრტერორიზმის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ თქვა, რომ მათ იციან ვინ არის ის მამაკაცი და რომ იგი შთაგონებული იყო საერთაშორისო და ისლამისტებთან დაკავშირებული ტერორიზმით, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი