სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქუთაისსა და თბილისში ორი ახალი საწარმო იქმნება
23-03-2017, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება.

 


ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმოს ასამოქმედებლად, ინვესტორს სახელმწიფო მიწას გადასცემს, ასევე, მეწარმე ისარგებლებს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მექანიზმით, მათ შორის, სესხის სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფის ნაწილში თანამონაწილეობით.

 


განხორციელდება 1 360 000 ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

 


საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება თბილისში, განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

 


პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა ხილის გადამამუშავებელი საწარმო „გემუანის“ შესახებ, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.

 


მეწარმემ სახელმწიფოს მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეთავაზებული დახმარებით ისარგებლა.

 


საწარმო ხილს ამუშავებს სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ისე, რომ ქართული ხილი, სპეციალური წესით დამუშავების შედეგად, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს ინარჩუნებს.

 


„ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ შედარებით დაბალი ხარისხის ხილიც გადამუშავდეს, რომელიც შემდგომში გამომშრალი სახით გაიყიდება. საწარმოს წინასწარ აქვს შეკვეთები იმ პროდუქციის პრაქტიკულად 100%-ზე, რომელსაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაამზადებს. ეს გახლავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცა.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ ტექნოლოგიის დანერგვას სხვა რეგიონებშიც წაახალისებს.

 


საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

 


საწარმოს სახელმწიფომ ასევე გადასცა უძრავი ქონება - მიტოვებული ძველი საწარმო, რომელიც თანამედროვე სტანდარტის საწარმოდ იქცა.

 


მეწარმე პირდაპირი წესით ასაქმებს დაახლოებით 35ადამიანს, გარდა ამისა, 150-მდე ფერმერთან გაფორმებული აქვს პროდუქციის შესყიდვის ხელშეკრულება.

 


„ეს იმას ნიშნავს, რომ 35 ოჯახის გარდა, რომლის წევრიც საწარმოშია დასაქმებული, 150 ოჯახი უზრუნველყოფილია, თუ ჩავთვლით, რომ ერთი ფერმერი ერთი ოჯახია, თუმცა, შესაძლოა, მეტიც იყოს. ასე, რომ საწარმოში განხორციელებულ ინვესტიციას ძალიან კარგი ეფექტი აქვს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, რაზეც საზოგადოება ხშირად ინფორმირებული არ არის და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სთხოვა, რეგიონებში გასვლისას, მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას ამ მიღწევების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი