საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმართება. ღონისძიებას სპორტის 5 სახეობაში ხონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
2000,2001,2002 წლებში დაბადებული ხონელი მოზარდები შეეცდებიან საკუთარი შესაძლებლობები - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, კროსში, ფრენბურთსა და მხიარულ სტარტებში გამოავლინონ.
ხონის გამგეობის ცნობით, უკვე გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საუკეთესო სპორტსმენები გეზრბენში (კროსი), სადაც პირველი ადგილი ვაჟებს შორის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიისა და გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხოლო გოგონებს შორის ქალაქის №2 და №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს.
წარმატებული გუნდები და სპორტსმენები ასპარეზობას ჯერ რეგიონის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.