თამარ ჩუგოშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
25-03-2017, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილის გუშინ, გაერო-ს ადამიანის საბჭომ საქართველოს საკითხზე მიიღო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თემა და აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობა.

 

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებების საკითხებში დაევალა შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაეროს დღის წესრიგში“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოაჩნდა - 43 სახელმწიფო გახდა საქართველოს მიერ ინიცირებული ამ რეზოლუციის თანასპონსორი.

 

 

მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი.

 

 

„ეს ყველაფერი, პირველ რიგში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა", აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ქართველ დიპლომატებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღება მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის.

 

 

„მინდა მივულოცო ჩვენს დიპლომატებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს მათ ამ შედეგის უზრუნველყოფაში და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სესიების განმავლობაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო მოისმენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობას და მომავალი სესიების განმავლობაში საქართველოს საკითხი კიდევ იქნება ძალიან აქტიურად განხილული“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, გაეროს ფორმატებში საქართველოს საკითხის განხილვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ საერთაშორისო ყურადღების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

 

 

„ჩვენ ძალიან მონდომებით ველოდებით უკვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებით“, განაცხდა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი