თბილისში მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
25-03-2017, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიებებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

 

 

თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილესთა,ნ დავით დოლიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება.

 


„მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება," განაცხადა თბილისის მერმა.

 


მერიის განმარტებით, მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება.

 

 

გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია და ხეობა ბოლო ათეული წლებია არ გაწმენდილა, რაც თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევდა. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი