კარი ლამი ჰონგ-კონგის ლიდერად აირჩიეს და იგი პირველი ქალი გახდა, რომელიც ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს უხელმძღვანელებს
26-03-2017, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარი ლამი ჰონგ-კონგის ლიდერად აირჩიეს და იგი პირველი ქალი გახდა, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც BBC წერს, მისი გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგან მას პეკინის მხარდაჭერა ჰქონდა.

 


ჰონგ-კონგის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს საყოველთაო კენჭისყრის ნაცვლად კომიტეტი ირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობა პრო-პეკინის ამომრჩეველია.

 


პრო-დემოკრატიის ჯგუფებმა საარჩევნო პროცესის გამართვის ადგილის მიმდებარედ პროტესტი გამოხატეს და საარჩევნო პროცესს ფიქცია და თვალთმაქცობა უწოდეს.

 


წინასწარი გამოკითხვების თანახმად საზოგადოების სიმპათიები ლამის მთავარი მოწინააღმდეგის, საფინანსო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ ცანგის მიმართ იხრებოდა. მესამე კანდიდატი კი ვეტერანი მოსამართლე ვო კვოკ-ჰინძი იყო.

 


2014 წლის ინტენსიური დემონსტრაციების მიუხედავად, გამართულიყო სრულიად თავისუფალი არჩევნები ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ რეგიონში, შედეგი არ დამდგარა.

 

 

ლამი ჰონგ-კონგის 1 200 წევრისაგან შემდგარმა საარჩევნო კომიტეტმა აირჩია და იგი შეცვლის ახლანდელ ლიდერს, ლიან ჩჟენინს, რომელიც თანამდებობას ივლისში დატოვებს. ლამი მანამდე მისი მოადგილე იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი