თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია
29-03-2017, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), საქართველოში სამუშაო ვიზიტად, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დღეს ამერიკელ ექსპერტებს ბრუს ბახის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება იყო.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ ექსპერტებს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად, სტრატეგიული ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა გრძელვადიანი შესყიდვების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებას.

 


2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

 


ამერიკელი ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი