ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის "სამაგალითო" გასამართლებას მოითხოვს
03-02-2014, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითხოვს,- ამის შესახებიგი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. "როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოეწყოს"! – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე 

 

 

ედუარდ შევარდნაძე მუხროვანის სკანდალურ კადრებზეც საუბრობს. ექსპრეზიდენტის თქმით, იმ კადრების ნახვისას, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, იგი შოკში ჩავარდა. შევარდნაძის შეფასებით, ეს იყო პირდაპირი მკვლელობის დაკვეთა მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან.

 

 

,,ციხის კადრების შემდეგ თუ რამე გამაოცებდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ რაც ვნახე… არ ვიცი… წარმოუდგენელია. როგორც არ უნდა შეფუთონ ეს ყველაფერი, ფაქტი ერთია – ეს იყო პირდაპირი მკვლელობის დაკვეთა შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ! გვამებს ითხოვს და თანაც ამისთვის ჯილდოს აწესებს, ისე როგორც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი. უკვე ძალიან მარტივი წარმოსადგენია, როგორ დაგეგმეს ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაცია და კიდევ არაერთი უბედურება. რუსებს აქვთ ერთი ასეთი სიტყვა – кровожадность, რაც ზუსტად ახასიათებს სააკაშვილის ხელისუფლებას. ასეთი სისხლისმოყვარული რეჟიმი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს მარტო საკუთარი სურვილით ვერ მოითხოვდა, თუ ეს არ იქნებოდა, პირველ რიგში, სააკაშვილის სურვილი. უფრო მეტიც, თვალნათლივ ჩანს, რომ მხეცებივით არის ორიენტირებული თითოეული იქ მყოფი ჩინოსანი. ამიტომ, არამარტო მერაბიშვილი, არამედ პირველ რიგში, სააკაშვილი და ყველა, ვინც კი კადრებში ჩანს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ამ კადრებით უნდა დაინტერესდეს არამარტო პროკურატურა, არამედ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია", – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5680 

კომენტარები: 4
#4  ფატიმა გაბედავა-მამუკიანი
      
ეს ბებერი აღარ ჩაძაღლდა? აღარ დასამარდა? ეს ბებერი ძუკნა, თახსირი.

მიშაც, ვანოც, ედუარდიც, ახალაიაც ყველა ჩამოსაკიდი და გასათრევია დიენის ცეცხლში, კირის ორმოში და ხრჭენა კბილთა არ აცდებათ.

ლეიბორისტულ მოძრაობას ვერ დაუფასეთ!
5 თებერვალი 2014 00:01
#3   მესხი
      
ამ ბებერ ძაღლს ვისზე რა აქვს სალაპარაკო გასამართლება მაგის კლანისა და მოდგმისგან უნდა დაიწყოს
4 თებერვალი 2014 22:17
#2   Gocha Chimakadze
      
შენ რო არ გაგასამართლეთ ქართველებმა იმიტომაც გაბედა ამდენი სააკაშვილის რეჟიმმა, გვერდიგვერდ სკამზე უნდა გასამართლდეთ თქვენ. ერთი თემა გეყოფათ ორივეს. შენ მოგებული ომი წააგე და აჩუქე აფხაზეთი რუსებს, სამაჩაბლოც ზედ დაურთე და მიშამ დააგვირგვინა, დაუმატა ჯიგრებს რაც მიაკლდათ.
4 თებერვალი 2014 07:51
#1   guka
      
ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა !
3 თებერვალი 2014 18:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი