გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო, თებერვლის - 4.4%
31-03-2017, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო; თებერვლის - 4.4%; ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მისასალმებელია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა - საწარმოთა ბრუნვა; ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

 


პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს სამეზობლოში არსებულ პოზიტიურ დინამიკასაც უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება.

 


„ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრებაში მათ გატარებას“, აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი