გარკვეული ტიპის საგზაო დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება
03-04-2017, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით განიხილავს.

 

 

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, გარკვეული ტიპის საგზაო დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება, ზოგიერთ დარღვევაზე კი, „პრინციპული და მკაცრი" მიდგომა იქნება.

 

 

მზად ვართ, ინიციატორთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ცალკეული საგზაო დარღვევების მიმართ იყოს პრინციპული და მკაცრი მიდგომა - მაგალითად, როგორიც არის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვა. ეს უფრო მკაცრად იქნება დასჯადი, მაგრამ ქულათა სისტემაში არ შევა ისეთი დარღვევა, როგორიც არის სადგომზე მანქანის არასწორად გაჩერება. ეს დაისჯება ჯარიმით, მაგრამ არა ქულების ჩამოკლებით. გარდა ამისა, შეთანხმება იქნება იმაზე, რომ ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელი იქნება ახალი პროცედურით, რაც დაკავშირებული იქნება გამარტივებულ პროცესთან, მათ შორის, იქნება გამოცდის ჩაბარება გარკვეული დათქმებით", განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი