თბილისში ახალი კლინიკა გაიხსნა
5-04-2017, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა.

 


„გაგუას კლინიკის“ გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, 100-საწოლიანი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრი დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი კლინიკა მაღალპროფესიულ მომსახურეობას გაუწევს მოქალაქეებს და სიცოცხლის დაბადებით უამრავ ოჯახს სიხარულს მიანიჭებს. მთავრობის მეთაურმა კლინიკის დამფუძნებელ დავით გაგუას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს როლს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩამოყალიბებაში და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ინვესტიციების მნიშვნელობას.

 


„მინდა, სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჰოსპიტალურ სექტორში დღეს ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თავის წილ კონტრიბუციას აკეთებს სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვაშენებთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ სისტემის დახვეწა. საქართველო ნამდვილად არის პიონერი და გვაქვს საამაყო, რომ შევძელით საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს დიდი მიღწევაა. მე არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბატონი დავით სერგეენკოს როლს ამ მნიშვნელოვან მიღწევაში,“ აღნიშნა პრემიერმა.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, კლინიკის წარმატება დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალზე, რომელთა პროფესიონალიზმზეც დგას ჯანდაცვის სისტემა.

 


„კლინიკა, უპირველეს ყოვლისა, არის ექიმი, მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით ამ პროფესიისადმი. მინდა ქედი მოვიხადო ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც საქართველოში ძალიან რთულ პირობებშიც ეწეოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს. ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები - ეს ადამიანები უნდა იყვნენ ყველაზე დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან. ამ კლინიკის კედლებში იბადება საქართველოს მომავალი და მინდა წარმატება გისურვოთ! როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ „წინა ცხოვრებაში“ ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს პროფესიისადმი, დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა,“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


ღონისძიებას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელსაც პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა შვილის დაბადება.

 


„გაგუას კლინიკაში“ ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა სამედიცინო სერვისის მიღებაა შესაძლებელი. სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. კლინიკა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. სამედიცინო დაწესებულებაში 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება.

 

 

ჯანმრთელობის ცენტრს სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. აქ სწავლებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ვენესუელას პოლიციის ვერტმფრენმა სამშაბათს უზენაესი სასამართლო და მთავრობის სამინისტრო დაბომბა და კიდევ უფრო დაძაბა OPEC-ის წევრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტმა მადურომ თვადასხმას „ტერორისტების“ მიერ განხორციელებული ქმედება უწოდა მის უკან მდგომ ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

როდესაც კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რაკეტების გაშვებით და კამერების წინ მხიარულებით და სიცილით არ არის დაკავებული, მისი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მიწიერია, ვიდრე ამას შეიძლება მოელოდეთ. ასე იწყებს წერილს ელეანორ როსი ჟურნალ „ნიუსვიკში“, რომლის თარგმანს „გარდიან.ჯი“ გთავაზობთ.

ყველაზე კითხვადი
  1. კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება: „მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას“
  2. ლევან და გია ყარამანაშვილები: „ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს რუსთავი 2-ში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“
  3. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს, რომ თბილისში გატაცებული აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება სრულად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს
  4. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
  5. ზაქარია ენდელაძე: „ათეულობით მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებაა წამოსული ადიგენის მიმართულებით - მუნიციპალიტეტს აუცილებლად მოელის ძალიან დიდი განვითარება“
  6. სალომე ზურაბიშვილი: „პოლიციაში და სხვაგან, ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“
  7. ზაალ უდუმაშვილმა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატობაზე მიიღო შეთავაზება
  8. ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე რაბათის დასახლების „ძირძველი ქართული სტილით და მესხური დარბაზებით“ აღდგენის ინიციატივით გამოდის
  9. რუსეთი სირიული „სუ-22“-ის ჩამოგდების გამო შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მათი ავიაციის ნებისმიერი საშუალება სამიზნე იქნება როგორც ცაში, ისე ხმელეთზე
  10. სამეგრელოში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდეს - სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს სტუმრობდა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი