თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
06-04-2017, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

 


თავდაცვის მინისტრმა უცხო ქვეყნების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებთან ნატოს შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვის რეფორმებზე ისაუბრა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ დიპლომატების ყურადღება რეფორმის ოთხ ძირითად მიმართულებაზე შეაჩერა.

 

 

„დიპლომატებთან მიმოვიხილეთ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც 2014 წლის შემდეგ ნატოს გააჩნია. მათ წარვუდგინეთ ჩვენი ტრანსფორმაციის გეგმები, რომელიც თავსებადია ოთხ სტრატეგიულ მიმართულებასთან. სტრატეგიული მიმართულებები უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფას, როგორც ნატოს წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში; ადეკვატურ დაფინანსებას და თავდაცვის ბიუჯეტში მეტ აქცენტს აღჭურვილობაზე; ასევე, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას, რომელიც საქართველომ შეასრულა, ასრულებს ღირსეულად და მომავალშიც მზად არის, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი; ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილშიც ჩვენ კონკრეტული მზაობა გვაქვს. წინადადება წარვუდგინეთ ნატოს, რათა ეს ოთხი სტრატეგიული მიმართულება იყოს ჩვენთან თანამშრომლობით სისრულეში მოყვანილი“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


მინისტრმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში იჩენენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნატოს სტრატეგიული გეგმის ადეკვატურად მოქმედებს. ლევან იზორიას განცხადებით, ქვეყნის ურყევი არჩევანი ალიანსში გაწევრიანებაა. მან დეტალურად განიხილა ის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აპირებს.

 


მოხსენებაში მინისტრმა ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა და აღნიშნულ კონტექსტში ნატოს „ღია კარის პოლიტიკასა“ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.

 


იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი ალიანსის, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს და მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს.

 


გამოსვლის დასკვნით ნაწილში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი ნატოსთან კოორდინაციაში მიმდინარეობს და არსებულ გამოცდილებას ეფუძნება.

 


უწყების ინფორმაციით, დიპლომატებმა ლევან იზორიას მოხსენება დადებითად შეაფასეს და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.

 


დიპლომატებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი