საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ხონისა და ვანის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა, გიორგი ლილუაშვილმა, ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნოღაში, მდ. მეჭიაზე არსებული გაბიონი დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც რამდენიმე დღის წინათ დასრულდა.
„პროექტი ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტის მქონეა, რადგან მდინარე მეჭია გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალუხვია და ამ პერიოდში სოფლების გაღმა და გამოღმა ნოღის მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირს. აღნიშნული გაბიონის მშენებლობის შედეგად გაუმჯობესდა შიდა სასოფლო საგზაო ინფრასტრუქტურა და მდინარეში წყალუხვობისას მოიხსნა გადაადგილების საფრთხე“, აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სამუშოები საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით შპს „გზა და გზამ“ განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.