ნატოს დღეების ფარგლებში, პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს
07-04-2017, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს მასწავლებლებს ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ბესო ღუდუშაურმა წაუკითხა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და მასწავლებლებს საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 


მაიორი ბესო ღუდუშაური საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსის მოხვედრის შემდეგ ქვედა კიდური დაკარგა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.

 


პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მეოთხე წელია ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებისთვის ორდღიან სემინართა ციკლს მოიცავს. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი