გათავხედებული ოსი სეპარატისტები ქართულ მიწა-წყალს გვტაცებენ რუსეთის დახმარებით და თან სწორედ 9 აპრილს განუზრახავთ ამ სიყალბის „იურიდიულად“ გაფორმება!
08-04-2017, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 აპრილს, ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმს მართავენ ოსი სეპარატისტები და მათი რუსი პატრონი-ოკუპანტები! საქართველოს ძირძველ მხარეს, ჩრდილოეთ ქართლს სახელი უნდათ რომ გადაარქვან და უწოდონ „ალანია“! ეს წუნკლები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ სახელის გადარქმევით, ისინი ირიბად აღიარებენ მათი ახლანდელი სახელწოდების (ოსი, ოსეთი) ქართულ წარმომავლობას და უნებლიეთ აღიარებენ ამ მხარის საქართველოსადმი კუთვნილებას! დიახ, გათავხედებულები ქართულ მიწა-წყალს გვტაცებენ რუსეთის დახმარებით და თან სურთ, რომ ქართველებს, რაც შეიძლება მეტად გვატკინონ გული და სწორედ 9 აპრილს განუზრახავთ ამ სიყალბის „იურიდიულად“ გაფორმება! მინდა მივმართო იმ ოსებს, რომლებსაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენიათ, - თუ მოვლენები ასე წარიმართა და ოსი სეპარატისტების მეშვეობით სახელგადარქმეული ისტორიული ქართლის ჩრდილოეთი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციაში აღმოჩნდა, მაშინ იცოდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს და ძალით წართმეული ქართული მხარე ისევ საქართველოს დაუბრუნდება, ხოლო თქვენ, ოსებს, ქართლში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღარ დაგედგომებათ!!! მე, სულაც არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ, „ბახტრიონის აჯანყების ავტორებს“, დიდი ალბათობით ნერვები გვიმტყუნებს და შედეგად - როკის გვირაბთან „დიდი და გრძელი რიგი დადგება!!!“ ამიტომ, დაფიქრდით და იმოქმედეთ, რომ საუკეთესო რაც ყოფილა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, აღვადგინოთ და ერთად განვაგრძოთ ცხოვრება ჩვენს ერთიან სამშობლო-საქართველოში!

 


ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ ქართველები იოლად შევეგუეთ ტერიტორიების დაკარგვას და საერთოდ არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბრუნებლად... (პარტიზანულ ქმედებებზედაც კი უარს ვამბობთ), ჰოდა მტერსაც "მადა ჭამაში მოსდის"... ეს ლოგიკურიცაა და ამაში არც არაფერია გასაკვირი.
ასე რომ გასდით და ბაირამობენ კიდევაც ქართულ მიწაზე. მე ის მიკვირს რატომ უფრო ღმად არ მოიწევენ ქვეყნის შიგნით, მათ ხომ ხელს არავინ უშლით?... მე პირადად უარესსაც მოველი და დარწმუნებულიც კი ვარ ადრე თუ გვიან ვიღაც-ვიღაცეებს მადა გაეზრდებათ...
9 აპრილი 2017 10:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი