მარნეულში 28 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
10-04-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

 


დევნილთა სამინისტროს ცნობით, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა. პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.

 


დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი