მეთიუ ბრაიზა:"კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი"
03-02-2014, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ჟურნალისტებმა განზრახ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და სკანდალი შეთითხნეს "


"რაც უფრო აგრესიული იქნება ევროპის მიმართ რუსეთი, მით უკეთესი თქვენთვის"


"კვირის პალიტრა" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა და სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა, ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

- ახლახან გავრცელებული სკანდალური ვიდეოფირის კომენტირებისას, რომელშიც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, განაცხადეთ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს გამოთქმა - "გვამები მომიტანეთ", მისაღებია.

 

- ასეთი რამ მე არ მითქვამს. ჟურნალისტებმა, რომლებიც ჩემს პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, ჩემი სიტყვების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს. ეს არის უკიდურესი არაპროფესიონალიზმი. თუ ორიგინალს ნახავთ, ვამბობ, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება, არაფერი ვიცი კონტექსტის შესახებ, მაგრამ თუკი მეკითხებით, შეიძლება თუ არა ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, გეტყვით, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში ვინმეს რომ გამოეყენებინა ფრაზა "მომიტანეთ გვამები", სავსებით დასაშვებია, მე სულაც არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ახლაც ვიმეორებ: სამხედრო მეთაური, საომარ ზონაში ოპერირებისას, რა თქმა უნდა, იტყვის, მე მინდა გვამებიო. თუმცა, მე ახლა თქვენგან გავიგე, რომ ეს არ იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ამის შესახებ მკითხეს, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა და ეს დავაფიქსირე კიდეც, მაგრამ მათ განზრახ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და სკანდალი შეთითხნეს. ძლიერი და ჭეშმარიტი დემოკრატია ასეთი ტიპის ჟურნალისტიკით ვერ აშენდება.

 

როგორც ახლა თქვენ სვამთ საკითხს, იყვნენ კი ეს ადამიანები შეიარაღებული ამბოხების მონაწილენი? ვფიქრობ, ყველა ეს მოსაზრება, ყველა კრიტიკული დეტალი ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოიძიოთ, სასამართლომ კანონიერი და ობიექტური განაჩენი გამოიტანოს და დამნაშავეები დაისაჯონ. თუ დანაშაული დაუმტკიცდებათ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური რანგი აქვთ მათ, იყვნენ თუ არა ისინი სასარგებლო მოკავშირეები შეერთებული შტატებისთვის, მიუხედავად იმისა, გაკეთებული აქვთ თუ არა მათ ბევრი კარგი რამ ქვეყნისთვის. ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს, თუკი საკითხი კანონის უზენაესობას შეეხება.

 

- თქვენი კატეგორიულობა მისასალმებელია. სხვათა შორის, ამ ვიდეოფირში ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც ჩანს. შესაბამისად, გამოძიებას შესაძლოა კითხვები მასთანაც გაუჩნდეს, მეტიც, შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამაზე რას იტყვით?

 

- ვიმეორებ, საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელიც დაადგენს, დაირღვა თუ არა კანონი. კანონზე მაღლა კი არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი.

 

 

 

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.kvirispalitra.ge/politic/20451-qkanonze-maghla-aravin-dgas-math-shoris-arc-saakashviliq-eqskluzivi.html 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი