ლევან იზორია: არამხოლოდ საერთაშორისო მისიებში უნდა ვიყოთ ძლიერები, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც უნდა გვქონდეს სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონე
11-04-2017, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად: „ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ არამხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვიყოთ ძლიერები, რითაც ვართ საერთაშორისოდ აღიარებული, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც გვქონდეს სამხედრო მზადყოფნის ისეთი მაღალი დონე, რომ პოტენციური აგრესიის შემთხვევაში გავცეთ ადეკვატური პასუხი“.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ განხორციელებული რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტი ძირითადად მიმართული იყო სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე, რაც არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში დასახული იმ ამოცანების უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

 

 

„ყველაზე მტკივნეული საკითხი ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის თემაა, რამაც გარკვეული პერსონალის და კადრების განკარგულებაში გადაყვანა გამოიწვია. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა. ამ პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვმოქმედებდით ჩვენი ეროვნული და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესებიდან, იმ პრინციპული და სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს მიერ იქნა განსაზღვრული“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 


მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეორგანიზაციის პროცესზე. მისი თქმით, უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიციერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა: „მთავარი პრინციპია, ყველა სამხედრო სტრუქტურაში იყოს „პირამიდა“ უზრუნველყოფილი, ანუ, რაც შეიძლება ნაკლები უფროს ოფიცერთა საშტატო კატეგორია სათავეში და რაც შეიძლება მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია დაბალ რგოლზე, რათა მათ ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენმა ოპტიმიზაციამ, ასევე მეორე პრინციპულ ამოცანად დაისახა იმ საშტატო რაოდენობის შემცირება, რომელიც რიგ შემთხვევაში ხელოვნურადაც იყო შექმნილი“.

 


ლევან იზორიას განცხადებით, არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული: „ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან მუშაობდა დაახლოებით თვრამეტი, ცხრამეტი წელი და მეტი. ზოგი თავისი სურვილით წავიდა, ხოლო ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გაიცა 209 ოფიცერზე, რითაც დავაფასეთ მათი სტაჟი, მათი საქმიანობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე“.

 


თავდაცვის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებაში ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობები უკვე გაუქმებულია:

 

 

„წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობების მახინჯი სისტემა. იცით, რომ გარკვეულ თანამდებობებზე დასანიშნად საჭიროა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ თანამდებობებზე კი არანაირი საკვალიფიკაციო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული“, აღნიშნა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი