საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება
11-04-2017, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება. რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

 


ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

 


საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა.

 


შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

 


გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად.

 


გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი