თავდაცვის მინისტრმა შვედ ხალხს მიუსამძიმრა
12-04-2017, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. იზორიამ სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და შვედეთის ხელისუფლებას, შვედ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

 

 

„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას შვედეთში მომხდარი ტერაქტის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, შვედ ხალხს. მწამს, რომ შვედი ხალხი ამ ტრაგედიას სიმტკიცით დაძლევს“,  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


შვიდ აპრილს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა თხუთმეტი ადამიანი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი