გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო
13-04-2017, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ზიგფრიდ ბრაკემ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება.

 

 

პრემიერ მინისტრის განმარტებით, საქართველო აგრძელებს რეფორმების კურსს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო.

 


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი