გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება
13-04-2017, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას, რომელთა პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

 


პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი სერვისი.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მისმა სამინისტრომ და წინამოსამზადებელი სამუშაო უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.

 


„ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით, 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია", განაცხადა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი