გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ
13-04-2017, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 


გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა - 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი.

 

 

პრემიერ მინისტრის განმარტებით, პროფესიულ განათლებაში დაწყებული რეფორმის პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელიც და ზოგიერთი სასწავლებლის თუ პროგრამის დასაქმების მაჩვენებელი 95%-საც აღწევს.

 


„ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას. როგორც წესი, შემოდგომაზე სამჯერ მეტი ადამიანი რეგისტრირდება პროფესიულ სასწავლებლებში, ვიდრე გაზაფხულის ნაკადზე. დასაქმების მაჩვენებელიც პროფესიულ სასწავლებლებში უკვე ძალიან მაღალია, არის ბევრი სასწავლებელი, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება გააქტიურდა, დუალური განათლების მექანიზმები ჩაირთო და დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების პროგრამებში," აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს პირველად წარადგენს პროექტს - „ისწავლე საქართველოში".

 


„განათლების მინისტრი გახლავთ იქ და წარადგენს პროგრამას. ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რათა მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები. დუბაიში დღეს წარდგება საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ამ სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუტები მოუსმენენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, რომელსაც საქართველო შესთავაზებს რეგიონის მომავალ, პერსპექტიულ სტუდენტებს", აღნიშნა პრემიერმა.

 


პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე შეაფასა განახლებული მარტის არდადეგების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მცირე სკოლების 600-მდე მოსწავლემ განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ეკონომიკისა და სპორტის სამინისტროების ხელშეწყობით, არდადეგები ბაკურიანში გაატარა.

 


„ჩვენ წელს გავიხსენეთ მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადეგების სახით. რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გავაქტიურდებით, რომ ის ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ზამთრის კურორტებზე, ხელმისაწვდომი იყოს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ახალგაზრდობაში, ბავშვებში ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს იმისათვის, რომ, პირველ რიგში, გავაჯანმრთელოდ ჩვენი მომავალი თაობა და რა თქმა უნდა, ისინი გაიზრდებიან მომავალ მომხმარებლებად იმ სიკეთის, რასაც ზამთრის ტურიზმი ჰქვია", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი