დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები არა კონკრეტულ პროგრამებს, არამედ სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება
13-04-2017, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები არა კონკრეტულ პროგრამებს, არამედ სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.

 

 

ქუმსიშვილის თქმით, სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია.

 


2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან 3-წლიანი პროგრამის განხორციელების შესახებ. ეს არის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 285.3 აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა. აღნიშნული თანხები, როგორც ადრე ჩვენგან იყო გაცხადებული, წავა ჩვენი სავალუტო რეზერვის გასაზრდელად ეროვნულ ბანკში. აღნიშნული თანხები არ არის საბიუჯეტო დახმარება, არ მოხმარდება რაიმე კონკრეტულ პროგრამას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტი, ასევე გარანტი მხარდაჭერისა საერთაშორისო საფინანსო დონორ ორგანიზაციებთან.

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელთან პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ყველა საფინანსო ორგანიზაცია არის კომფორტულად, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული მდგომარეობა ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი და კარგი. შესაბამისად, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების და რეფორმების მხარდამჭერი პროგრამა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სივრცითი განვითარება განხორციელდება სრული მასშტაბით და ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკებები დაფინანსებაზე დაგვისრულდება წარმატებით; ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული; გვექნება უფრო ეფექტური მმართველობა და გვექნება ძალიან ბევრი სტრუქტურული რეფორმა" განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი