ასპინძის მუნიციპალიტეტში ორგორისა და სახუდაბელის გზის 3,2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტი იგება
13-04-2017, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად იგება სოფლების - ორგორისა და სახუდაბელის გზის 3 200-მეტრიან მონაკვეთზე.

 


სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდებიდან ფინანსდება. მისი პირველი ეტაპი 2015 წელს ზველი-ჭობარეთის გზის აღდგენით დაიწყო და 2017 წელს მთლიანად დასრულდება, შედეგად კი 12, 5 კმ სიგრძის საგზაო ინფარსტრუქტურა მოწესრიგდება, რაშიც 2 371 873 ლარი დაიხარჯება.

 


„მიმდებარე ოთხი სოფლის 1500-მდე მცხოვრები კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით შეძლებს მხარისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია რომ, აღნიშნული გზა სოფელ მუსხის გავლით ქალაქ ახალციხესთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზაცაა“, აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

 


მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან ერთად გაეცნო. მხარის გუბერნატორის განმარტებით პროექტი მნიშვნელოვანია აქ მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ეს ასევე ხელს შეუწყობს მაღალმთიანი სოფლებიდან მიგრაციული პროცესების შეჩერებასაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი