უფალმა ამ დღეს ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა
14-04-2017, 01:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.



ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.



დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.



გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.



შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

 


გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

 

 

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.


მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

 


აღდგომას მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით - "ქრისტე აღდგა". ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.



წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.



გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ კამბრილსში 5 ადამიანი მოკლა იმისათვის, რათა შეეჩერებინა ფურგონით მეორე თავდასხმის მცდელობა მას შემდეგ რაც ბარსელონაში ხუთშაბათს ტეორორისტული აქტი მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამ წუთებში აშშ-ის მედია ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იმსახურებენ „ვერც ერთ თანამდებობაზე“ აშშ-ის არმიაში
  2. მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი გამოვა ქუჩებში და გააძევებს ივანიშვილს, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში
  3. ნიკა მელიამ მაიკ პენსს უთხრა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლება იმართება ‘გაზპრომის’ აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“
  4. ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების დარტყმის გეგმა „აგვისტოს შუა პერიოდისთვის“ იქნება მზად
  5. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ძალიან მაღალია
  6. ლადო პაპავა ჯეჯელავას წინააღმდეგ: „გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის სენითაა დაავადებული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ?“
  7. კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო
  8. შიშობენ, რომ ასეულობით ადამიანია მოყოლილი მეწყერში, რომელიც სიერა ლეონეს დედაქალაქის სიახლოვეს ჩამოწვა და სახლები მთლიანად დაფარა
  9. ალექსეი სტოლიაროვმა განაცხადა, რომ მინისტრ მღებრიშვილთან სააკაშვილზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“
  10. ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურმა რაკეტამ Air France-ის „ბოინგ-777“-ს, რომელზეც 330 მგზავრი იმყოფებოდა, 100 კილომეტრის სიახლოვეს ჩაუარა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი