ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
18-04-2017, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს და ირანს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისტორიულ ურთიერთობებთან ერთად, ბოლო 25 წელია, ქვეყნებს შორის მჭიდრო დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირებიც ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ურთიერთობების, როგორც ორმხრივი კავშირების ხელშემწყობი ფორმატის მნიშვნელობა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში. მოჰამად ჯავად ზარიფის შეფასებით, საქართველო თანმიმდევრულ და კონსტრუქციულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ირანელ ტურისტებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა თანმიმდევრული რეფორმების შედეგია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

 

 

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი