საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ირანს ეწვევა
18-04-2017, 06:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

 


საუბრისას აღინიშნა, რომ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გარდა, საქართველოსა და ირანს თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატები აკავშირებთ.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარესაქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს დაირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

 

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

 


ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებზეც.

 


მხარეებმა, საუბრისას, დადებითად შეაფასეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

 


პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი