ავღანეთში დისლოცირებულმა ეროვნული გვარდიის ოცეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ გვარდიელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლები გადასცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან ჩაერთო. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა პერიმეტრზე სწრაფი რეაგირება და მაღალი რანგის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.