EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრის სამთავრობო კომისიის წევრები საორგანიზაციო სამუშაოებს ჟურნალისტებთან ერთად გაეცნენ
02-04-2015, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება.


საორგანიზაციო სამუშაოების პირველ ეტაპს, რომლებიც პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, დღეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნენ.


მედიატურს დაესწრნენ საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველი, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური,   ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.


კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა და ამის შესახებ დეტალურად ეცნობება მედიას.    


აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, ასევე იგეგმება საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.


წელს საქართველო როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძელი ქვეყანა ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებისა და ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი. ქვეყანას 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფორუმის მოსამზადებელი პერიოდისა და მიმდინარეობის ფარგლებში, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქმდებიან სტუდენტები.


ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
This is a wonderful article, Given so much info in it, These type of articles keeps the users interest in the website, and keep on sharing more ... good luckThis is a wonderful article, Given so much info in it, These type of articles keeps the users interest in the website, and keep on sharing more ... good luck joker สล็อต ฟรี เครดิต
6 ივნისი 2022 04:52
#1   tech
      
I have express a few of the articles on your website now, and I really like your style of blogging. I added it to my favorite’s blog site list and will be checking back soon… ทางเข้า lucabet
23 აპრილი 2022 16:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი