გიორგი კვირიკაშვილი: უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ
21-04-2017, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუმასპინძლო ჩემს უნგრელ კოლეგას საქართველოში და დელეგაციას ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 


„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა;

 

 

თანამშრომლობის პოზიტიურ ზრდაზე მეტყველებს პოლიტიკური ურთიერთობის სიხშირეც, რაც ორმხრივი ვიზიტებისა თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაში გამოიხატება. იმავდროულად, მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი;

 


იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც. აღსანიშნავია, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის;

 

 

აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს; მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია "Wizz Air" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული;

 

 

განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; ამასთან, ორმაგად სასიხარულოა, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს ხსენებული სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.

 


შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე;

 

 

საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე;

 


დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ შენგენის სივრცეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა.

 


უვიზო მიმოსვლა დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი და ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები;

 


ამ თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. ვიმედოვნებთ, რომ უნგრეთი, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდით იდგება ამ საპასუხისმგებლო პროცესში;

 


უნგრულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუთხარით მადლობა საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 


საქართველომ, როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ალიანსის ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით;

 


საუბრის დროს სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას;

 


ხაზი გავუსვით 12 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია;

 

 

ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის - მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას;

 


მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

 


წელს აღინიშნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით, მართლაც, შეგვიძლია ვიამაყოთ.

 


დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო;

 


კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას ჩვენი ქვეყნების მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობებით და მინდა, სიტყვა გადავცე ჩემს უნგრელ კოლეგას.

 


აქვე, მინდა, ემოციურ ნაწილში ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მწერალი, უდიდესი პოემის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორი, მოგეხსენებათ, კარგად არის ცნობილი უნგრეთშიც. პრემიერ მინისტრმა გუშინ გვითხრა, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი არის მის რეზიდენციასთან ახლოს. მინდა ვთქვა, რომ უამრავი ქართველი ბავშვისთვის ეს პოემა ცნობილი გახდა გამოჩენილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მეშვეობით. ასე, რომ უამრავმა ქართველმა თაობამ, როდესაც ისინი "ვეფხისტყაოსანს" სწავლობდნენ, ეს უდიდესი ნაწარმოები შეისისხლხორცა უნგრელი გამოჩენილი მხატვრის ილუსტრაციებით, რომელმაც 1881 წელს, ილუსტრაციების შესრულებისას, უარი თქვა ანაზღაურებაზე, საქართველოსა და შოთა რუსთაველის პოემის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ასე, რომ ეს არის შესანიშნავი ფუნდამენტი, რომელიც ქმნის ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის უზარმაზარ პოზიტიურ სენტიმენტს და, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სენტიმენტებზე იქნება აგებული", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი