დიმიტრი ქუმსიშვილი: სარეიტინგო კომპანია „Fitch’’-მა პოზიტიურად შეაფასა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება
21-04-2017, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს ტონი სტრინგერსა და რიჩარდ ფრენსისთან შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

 

„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი