გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
21-04-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

 


პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარეს კი, უნგრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები წარმოადგენდნენ.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.

 


უნგრეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს და იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც ძლიერი იდენტობა გააჩნია.

 


ვიქტორ ორბანმა დაადასტურა უნგრეთის ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის უფრო მეტად წახალისების მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც.

 


შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.

 


როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად.

 


„ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ხედავს საქართველოს ერთიან, ევროპულ სივრცეში, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ევროპისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო -გეოპოლიტიკურ პარტნიორად“, აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი