შს მინისტრი: სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება
22-04-2017, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ ჩვენი სამშობლოს საზღვრის თავდადებული მცველები და საზღვრისპირა, განსაკუთრებით, მთის მოსახლეობის იმედი ხართ", ასე მიმართა შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მფრინავებს ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:

 

 

„სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანების დასახმარებლად ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგანგებო სიტუაციებში, ხშირად - ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი ტურისტები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!“ განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში შს მინისტრმა.

 

 

ღონისძიებას შს სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი