მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესით გამოიხატება
22-04-2017, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესით გამოიხატება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ ეს ქმნის ორი სახელმწიფოს და მათი ინსტიტუტების მდგრადი განვითარების წინაპირობას.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინელ კოლეგას მიულოცა ევროპარლამენტის კენჭისყრის პოზიტიური შედეგი და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ამოქმედდება.

 

 

„ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე გვაქვს ხელშესახები წარმატებები, თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა მეტია, რაც უკავშირდება ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მჯერა, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ განაცხადა მინისტრმა.

 

 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მორიგი სამიტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას. როგორც მინისტრმა განაცხადა შეხვედრისას განიხილეს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და პრიორიტეტები.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი